მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე მრევლს მოუწოდებს, დაემორჩილონ მედიკოსების რეკომენდაციებს სწრაფ ტესტირებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ, სასულიერო პირებს, არ გვაქვს კომპეტენცია ცალკეული ტესტების ავკარგიანობაზე ვისაუბროთ. ეს მედიკოსების საქმეა! ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ,"- ამბობს ეპისკოპოსი.
მას მიაჩნია, რომ რაც უფრო ხშირად ჩატარდება ტესტირება, მით უფრო დაცული ვიქნებით ვირუსის გავრცელებისგან.
"ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ ამ ვირუსთან ბრძოლა, რადგან წამალი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალი ამ დროისთვის არის ტესტირებით საწყის ეტაპზე გამოვლენა ვირუსის და თვითიზოლაცია," - აცხადებს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი