საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "SPAR საქართველოს" თანამშრომლობით, ევროპის 20-მდე ქვეყანაში მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეები SPAR-ის სავაჭრო ქსელის სასურსათო ვაუჩერებით ისარგებლებენ.
"ვირუსის დაწყებიდან უამრავი ჩვენი მოქალაქე სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნა, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ და პირველმა, კომპანია SPAR-მა გამოგვიწოდა დახმარების ხელი და შემოგვთავაზა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცემულიყო ვაუჩერები. ეს არის მკაფიო მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნუნუა.
"SPAR საქართველო" საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით 2 000-მდე სასურსათო ვაუჩერს გასცემს
"SPAR-ი საქართველოს გარდა 49 ქვეყანაში 13 ათასი მაღაზიათა ქსელით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენ ამ რთულ ვითარებაში SPARS-ს ვთხოვეთ გაეწია დახმარება და შევძელით 20-მდე ევროპის ქვეყანაში 2 000-მდე ჩვენი მოქალაქეებისთვის გაგვეცა სასურსათო ვაუჩერები,"- აღნიშნა "სპარის" მმართველმა დირექტორმა, მირანდა მანჯგალაძემ.