18 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობილია ინფიცირების წყაროც, ამავე კლინიკაში გადის მკურნალობას მისი ოჯახის წევრიც. საერთო ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს, აქედან საყურადღებოა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 47 პაციენტია აქედან კოვიდინფექცია დადასტურებული აქვს 4-ს. ინფიცირებული არასრულწლოვანი ჩვენ არ გვყავს, ყველა სრულწლოვანია. რისკ-ფაქტორი აქვს ერთს განსაკუთრებული. ყველას ეპიდ-ანამნეზი ცნობილია. შიდა გავრცელება არის ეს დედა-შვილი, როცა ოჯახის წევრებს გადაედოთ, თუმცა ცნობილია საიდან. ტიპური მე-4 გადაცემის შემთხვევა არ არის ჩვენთან ამჯერად.  პნევმონია დადასტურებული აქვს 3-ს, მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები