17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
აშშ-ში ეპიდემიის წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე რომ მიეღოთ, შესაძლოა ადამიანები დაღუპვისგან ეხსნათ - ენტონი ფაუჩი

კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, სადაც ბოლო 24 საათში 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რიცხვი 22 000-ს აჭარბებს, ინფიცირების შემთხვევები კი ნახევარ მილიონს გადასცდა.

"აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე რომ მიეღოთ, შესაძლოა, ადამიანები დაღუპვისგან ეხსნათ," - ამის შესახებ შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის ნაწილი ცხოვრების ნორმალურ რიტმს შესაძლოა მაისიდან დაუბრუნდეს.

დღის ამბები