18 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგი 962 955 მოქალაქეს ჩაუტარდა

ქვეყნის მასშტაბით თერმოსკრინინგი 962 955 მოქალაქეს ჩაუტარეს - ინფორმაციას გამშვები პუნქტებზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პროცესში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანაც დაამუშავეს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტი მუშაობს, იქ თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.

კაპიტანი ზვიად ქაჩიბაძე აცხადებს, რომ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც თერმოსკრინინგი ასევე სადეზინფექციო სამუშაოები.

"მიმდინარეობს ყველაფერის დამუშავება და სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე სამხედრო მედპერსონალის მიერ მოსახლეობის თერმოსკრინინგი,"- განაცხადა ზვიად ქაჩიბაძემ.

დღის ამბები