კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადსხვა ქვეყნები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ. აზერბაიჯანში, ბაქოში მდებარე ჰეიდარ ალიევის ცენტრი მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის twitter-ის ქსელით მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილმა. "ერთად უფრო ძლიერები ვართ," - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ფაქტს ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილისთვის აზერბაიჯანს მადლობა გადაუხადა.