საქართველო ამჯერად კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერას საფრანგეთს უცხადებს. სოლიდარობის ნიშნად გვიან ღამით თბილისის სატელევიზიო ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
"თქვენ არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში, ერთად გავიმარჯვებთ!" - ასეთია ფრანგი ხალხისადმი საქართველოს გზავნილი, რომელიც დედაქალაქის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.