ამ წუთებში საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს. საპატრიარქოში სინოდის რამდენიმე წევრი იმყოფება, რომლებიც პატრიარქს ხვდებიან. სავარაუდოდ, შეხვედრის მთავარი თემა ის გადაწყვეტილებაა, რომელიც აღდგომის ლიტურგიის გამართვასთან დაკავშირებით საპატრიარქომ უნდა მიიღოს.
გუშინ, საპატრიარქოს პრესმდივანმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საპატრიარქო დღეს გაავრცელებდა.
უკვე დაანონსებულია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპატრიარქო დღის მეორე ნახევარში გამოაცხადებს.