18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
"ვემზადებით ყოველი შემთხვევისთვის" - მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვისთვის მზადება დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვისთვის მზადება უკვე დაიწყო.

მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მუშაობენ მრევლის ნაწილი და სპორტის სფეროს წარმომადგენლები. ისინი სემინარიის ყოფილ შენობას ასუფთავებენ, სადაც, სასულიერო პირთა განცხადებით, სააღდგომო ღვთისმსახურება უნდა ჩატარდეს. 

ადგილზე მიტანილია დიდი რაოდენობით სკამები და სტიკერები, რომელიც ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. მოგვიანებით, იგეგმება ხმის გამაძლიერებლების და განათების დამონტაჟება.

სპორტსმენი გურამ თუშიშვილი, რომელიც ჩართული იყო მოსამზადებელ სამუშაოებში, აცხადებს, რომ ჯერ მისთვის უცნობია, ჩატარდება თუ არა სააღდგომო ღამისთევა ხალხის დასწრებით, თუმცა სამუშაოები ყოველი შემთხვევისთვის მიმდინარეობს, რათა რეგულაციების დაცვით, ტაძრის ტერიტორიაზე 2000 კაცი მაინც დაეტიოს.

დღის ამბები