18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
გამკაცრებული საკარანტინო ზომები - თბილისის შესასვლელში შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან

ქვეყნის 4 ყველაზე დიდ ქალაქში კიდევ უფრო გამკაცრებული საკარანტინო პირობები მოქმედებს. თბილისის  მთავარ შესასვლელთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე განთავსებულია ბლოკპოსტი, სადაც მოძრავ ავტომობილებს აკონტროლებენ. აქვე მდებარეობს სამედიცინო პუნქტიც.

კოვიდინფექციის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს 4 დიდი ქალაქი - ბათუმი, თბილისი, რუსთავი და ქუთაისი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 10 დღის განმავლობაში ჩაიკეტა.

 

ავტორი: ნათია გოგიშვილი

დღის ამბები