18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. სამუშაოები ამჯერად, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩის ნაწილზე ჩატარდა.

სადეზინფექციო სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

"ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ვმუშაობთ, დაახლოებით 70-მდე ქუჩა იქნება დამუშავებული. ეს არის ის ქუჩები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება,“ - ამბობს კახა კალაძე. 

დღის ამბები