დაინფიცირების გაზრდილი რისკი და კიდევ უფრო გამკაცრებული შეზღუდვები - COVID-19-ის გავრცელების გამო შემოღებულ არაერთ რეგულაციას მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა დაემატა. შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 საათიდან ამოქმედდა. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.
გარდა ამისა, დღეიდან დახურულ საჯარო სავალდებულო ხდება სივრცეში პირბადის ტარება. ჯარიმა 15 ათასი ლარია და ის იურიდიულ პირებს დაეკისრება.
სიახლეების შესახებ განცხადება პრემიერის მრჩეველმა და პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.