საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან სასაფლაოები იკეტება. შეზღუდვა ძალაში 10 დღე იქნება. ყველა რეგიონთან ერთად, ახალი რეგულაცია ეხება თბილისის 56-ვე მუნიციპალურ სასაფლაოს. სასაფლაოზე მისასვლელ გზებს სამართალდამცველები გააკონტროლებენ.
კანონდამრღვევები დაჯარიმდებიან.
დედაქალაქთან ერთად იკეტება სასაფლაოები რეგიონებშიც - მათ შორის ზუგდიდში, სენაკში, ფოთში. ქუთაისსა და ზესტაფონში. საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, სასაფლაოები დაიხურება კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებშიც.