კახეთში საკარანტინო სივრცეების რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში 675 მოქალაქე იმყოფება.
რაც შეეხება, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ ანალიზებს, 21 ნიმუშიდან ყველას პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით დღის განმავლობაში როგორც ცხელების ცენტრებში ასევე საკარანტინო სივრცეში მყოფი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ბიოლოგიურ ნიმუშებს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.
კახეთოი ამ დრომხე მწვანე ზონად რჩება, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.