18 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ყველა ადამიანს შევახსენებ, რომ სახლშიც შესაძლებელია ღვთის მსახურება - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების ნაწილი მსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს. დეკანოზ ილია ჭიღლაძის თქმით, სასულიერო პირთა ნაწილის და თეოლოგების მიმართვა ეხება მთავარ მოწოდებას- სახლში დარჩენის შესახებ. 

"ახალი მიმართვა, რომელიც სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილმა შეადგინა, არის თხოვნა, რომ გაითვალისწინოს საზოგადოებამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი მოთხოვნა სახლში დარჩენის შესახებ. ყველა ადამიანს შევახსენებ, რომ სახლშიც შესაძლებელია ღვთისმსახურება,"- აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

დღის ამბები