უკვე 3 საათია ქვეყანაში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით ქუჩებში ვეღარ იმოძრავებენ მანქანები, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა.
"ვემხრობი ავტომობილებით მოძრაობის შეზღუდვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახლა, ამაზე საუბარი აღარ შეიძლება. გამოდიან ნერვებაშლილი ექიმები და ყვირიან, რომ როგორმე გააგებინონ ქართველებს - მოუარონ საკუთარ თავებს და დარჩნენ სახლში,"- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი შეზღუდვა ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისეთ დღესასწაულებზე, რომელიც ამ კვირაშია, მოქალაქეებს სხვაგვარად ვერ შეაკავებდნენ.
"მოძრაობა უნდა შეზღუდულიყო, რადგან ისეთი დღესასწაულები მოდის, ხალხს მაინც ვერ დაიმორჩილებდნენ,"- აცხადებს თბილისისი კიდევ ერთი მაცხოვრებელი.
მოქალაქეები გადასაადგილებლად მოტოციკლეტებსა და ველოსიპედებს იყენებენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ 12 საათიდან, განსაკუთრებული რიგებია სასურსათო მაღაზიებთან, თუმცა მოქალაქეები ცდილობენ დისტანცია მაქსიმალურად დაიცვან.