ახალი აკრძალვების გამოცხადების შემდეგ, როგორც ჩანს, თბილისის მოქალაქეების ნაწილმა გამოსავალი იპოვა. დედაქალაქის ქუჩებში მხედრები გამოჩნდნენ.
მოქალაქეები ქუჩებში ცხენებით გადაადგილდებიან. ცხენებს აჭენებდნენ დღეს ვარკეთილში, სააკაძის მოედანზე, სანაპიროზე, ვაკეში და კუს ტბის ასახვევთან. ამის ამსახველი კადრები დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.