18 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ბათუმში COVID-19 კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდგინდა - შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

ბათუმში COVID-19 კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდგინდა - 6 წლის ბავშვი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, სადაც ოჯახის სხვა წევრებიც კორონავირუსზე მკურნალობენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდის ოჯახიდან უკვე 5 წევრია ინფიცირებული, მათგან ორი არასრულწლოვანია. შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

რაც შეეხება სხვა საეჭვო სიმპტომების მქონე პირებს, დღეს კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა 40-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ. 

დღის ამბები