18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - ინფექციონისტი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კლინიკაში გუშინდელი დღის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა, ახალი პაციენტები არ მოუთავსებიათ და ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.

ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

"მათ აქვთ ორმხრივი პნევმონია და ფონური დაავადებები. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები. მათ უმრავლესობასაც აღენიშნებათ პნევმონია, თუმცა არ აქვთ სხვა გართულებები  დინამიკაში. მიმდინარეობს მონიტორინგი, იმყოფებიან შესაბამის მკურნალობაზე. უტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები.

რაც შეეხება მოზარდებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების მიმდინარეობა ფასდება, როგორც საშუალო და მსუბუქი," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

ქვეყანაში კი, ლაბორატორიულად დადასტურებულია 394 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელებული 86. ქვეყანაში კორონავირუსს 4 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები