18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"შესაძლოა, პიკს მივაღწიოთ ძალიან მალე" - რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკაში კოვიდინფიცირებულების რიცხვი დღეს არ გაზრდილა.

თეა თავართქილაძის განმარტებით, კლინიკაში ამჟამად 36 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, 20 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან.

"ამ ეტაპზე არის 61 პაციენტია ჩვენს კლინიკაში. 36 პაციენტი არის დადასტურებული ინფექციით. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. საღამოს ველოდებით 20 პაციენტის ტესტირების პასუხს.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი დღეს არ გაზრდილა. რჩება ისევ 36 და არიან არსებული კლასტერებიდან. ყველა მათგანი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, ანუ სუნთქვის აპარატზე არცერთი არ არის. ყველა მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რამდენიმე მათგანს აღენიშნება პნევმონია," - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

ამასთან, თეა თავართქილაძე აღნიშნავს, რომ თუ მოქალაქეები არ დაიცავენ დადგენილ წესებს, ინფიცირებულთა რიცხვი პიკს ძალიან მალე მიაღწევს.

"რაც უფრო მეტად იქნება დაცული სოციალური დისტანცია მთელ ქვეყანაში, გვექნება ბევრად უფრო უკეთესი შედეგი. ინფიცირებულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს და პიკს მივაღწიოთ ძალიან მალე," - განმარტა თავართქილაძემ.

დღის ამბები