ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სონღულაშვილის განმარტებით, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომელიც ე. წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.
მაკა სონღულაშვილის თქმით, კლინიკაში ვირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა ზომიერად დამაკმაყოფილებელია.
"დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი დაგვემატა ახალი კოვიდდიაგნოზით, 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გაეწერა. ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა კიდევ და გაეწერება.
4 პაციენტი საყურადღებო რჩება. ამ წუთისთვის 14 პაციენტი ემზადება კვლევაში ჩასართავად. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემის კლასტერი, არის ბოლნისი.
სასულიერო პირის მდგომარეობა არის ზომიერად დამაკმაყოფილებელი. სტაბილური, თუმცა კვლავ საყურადღებოებში შეიძლება მოვიაზროთ," - განაცხადა მაკა სონღულაშვილმა.