საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პარასკევს, 24 აპრილს, საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკურ-ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც 2 ეტაპისგან იქნება შედგენილი: ეს არის მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და, ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა.
მისივე თქმით, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების გეგმა.