18 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
"პროკურატურა იძიებს ამ საქმეს და მე არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს" - გარდაცვლილი ქალის სიძე  

შინაგან საქმეთა თანამშრომლის მიერ გასროლილი ტყვიის შედეგად გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი პირადი ინტერესი არ აქვთ. 

გარდაცვლილის სიძე, თემურ პირველაშვილი ამბობს, რომ მისთვის პირადად მიუღებელია ის ფაქტი, რომ იმ დროს, როდესაც მთელი ქვეყანა ერთ საერთო მტერს ებრძვის, სამართალდამცველი მსგავს ქმედებებს მიმართავს. 

"პროკურატურა იძიებს ამ საქმეს და მე არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს. პირიქით, ძალიან მეცოდება ის ოჯახი, იმიტომ, რომ როგორც ვიცი, სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და იმათაც ვუსამძიმრებ. ძალიან ძნელია ესეთი რაღაცით იარო ადამიანმა. კიდევ მეორე ფაქტორია, ესეთ მდგომარეობაში, როდესაც ყველანი სახლში ვართ, რაღაცას ვერიდებით და შენ, სამართალდამცავი, რომელმაც სხვა ადამიანი უნდა დაიცვა, თვრები და ესეთ რაღაცას აკეთებ. ეს არის მიუღებელი ჩემთვის, თორემ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, ადამიანები ვართ, ყველაფერი შეიძლება მოგვივიდეს,“ - აცხადებს გარდაცვლილის სიძე, თემურ პირველაშვილი.   

შეგახსენებთ, რომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის დაკავებულ პოლიციელს, ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა დაკავებულს განზრახ მკვლელობის მუხლით ედავება. 

დღის ამბები