18 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 22 მაისის ჩათვლით იმოქმედებს - ავიაციის სააგენტო

საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა - განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელმაც უკვე აცნობა ავიაკომპანიებს.

შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის ჩათვლით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სააგენტო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან.

"გაცნობებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით (22.05.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები