ამინდის გაუარესების გამო ქვეყნის მასშტაბით საგზაო შეზღუდვები მოქმედებს. ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია ნახევრად მისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის, სხვა სახის ტრანსპორტისთვის კი გადაადგილება ნებადართულია.