ესპანეთში და გერმანიში მცხოვრები ქართველები კორონავირუსის გამო შექმნილ სირთულეებსა და შეზღუდვებზე "დღის კურიერში" საუბრობენ.
როგორც ბარსელონაში მცხოვრები ქართველი მიშა გავაშელი ამბობს, კონკრეტულად ბარსელონაში ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია და მოქალაქეებს მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში გასვლა შეუძლიათ.
"41-ე დღეა კარანტინის, დაგვრჩა კიდევ დაახლოებით 20 დღე. შემდეგი კვირიდან კარანტინის ზომები ნელ-ნელა აღარ იქნება ასეთი მკაცრი. ბავშვებს შეეძლებათ გარეთ გასვლა," - აღნიშნავს მიშა გავაშელი.
მისივე თქმით, მოქალაქეები არსებულ შეზღუდვებს ემორჩილებიან. ქუჩებში პოლიცია დგას და მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ.
"მოქალაქეები ხვდებიან, რომ ეს საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან წესები. პოლიცია აკონტროლებს საკმაოდ მკაცრად, ყოველ ორ ნაბიჯში პოლიციის ეკიპაჟები დგას და გეკითხებიან სად მიდიხარ, რატომ მიდიხარ და ამოწმებენ მართლაც თუ ცხოვრობ იმ უბანში,"- აღნიშნა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა.
რაც შეეხება გერმანიას. როგორც "დღის კურიერში" გერმანიაში მცხოვრებმა ნინა ფიჩმა აღნიშნა, გერმანიაში მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ წესებს ემორჩილებიან.
ნინა ფიჩის ინფორმაციით, ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება აგვისტოს ბოლომდე გადაიდო.
აკრძალულია სუპერმარტებში 16 ადამიანზე მეტის შეშვება, ქუჩაში ორ კაცზე მეტის მოძრაობა აიკრძალება, თუმცა ეს არ ეხება ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვინც ერთ სახლში ცხოვრობენ. მანქანების მოძრაობა არ შეზღუდულა. ასევე ღონისძიებები აიკრძალა აგვისტოს ბოლომდე. ვინც გერმანიაში ბრუნდება, სავალდებულოა ორკვირიანი კარანტინი გაიაროს და დანარჩენი მკაცრი შეზღუდვა არ არის.
მისივე თქმით, გერმანიაში მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს ძირითადად ემორჩილებიან.