18 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"გირჩის" აქცია-სეირნობაზე 40 აქტივისტი დააჯარიმეს, მათი უმეტესობა პოლიციაში გადაიყვანეს, ხოლო 4 - დააკავეს - "გირჩის" პრესსამსახური

"გირჩის" ინფორმაციით, იპოდრომზე აქციის დროს პოლიციამ 40-მდე აქტივისტი დააჯარიმა, მათი უმრავლესობა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, ხოლო 4 მათგანი - დააკავა. ამის შესახებ "გირჩის" კომუნიკაციების მენეჯერი მარია გეგეჭკორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"40-მდე ადამიანი დააჯარიმეს იპოდრომზე, გირჩის ორგანიზებულ აქცია-სეირნობაზე. უმეტესობა მათგანი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებებში.

ოთხი ადამიანი დააკავეს - დეტალებს ვარკვევ და გაგაგებინებთ,"- წერს მარია გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიია "გირჩის" აქტივისტები იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გახანგძლივებულ საგანგებო მდგომარეობასა და მკაცრ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

დღის ამბები