საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის სპეციალური ვებგვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 425 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 111 გამოჯანმრთელდა.
მონაცემების მიხედვით, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 126 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 578.