საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესის განახლებას გმობს ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი.
მისი განცხადებით, ამერიკა შეშფოთებულია რუსეთის მიერ ე.წ სასაზღვრო ნიშნების დამონტაჟებით.
"კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ეს ქმედებები მართლმადიდებლური აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე განხორციელდა. ჩვენ ვგმობთ ამ და ყველა სხვა ქმედებას სამხრეთ ოსეთში დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან. მოვუწოდებთ რუსეთს და დეფაქტო ხელისუფლებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შეუფერხებელი წვდომა და დაუშვან საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე," - წერია განცხადებაში.