პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას უკვე მოჰყვა შეფასებები მოქალაქეების მხრიდან. ზოგიერთი მათგანი პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ გეგმას მიესალმება და ამბობს, რომ შემოთავაზებული დახმარება მწირია, თუმცა გარკვეულწილად, ოჯახებისთვის შეღავათია.
ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ 200 ლარიანი დახმარება, რომელსაც მთავრობა იმ მოქალაქეებს გადაუხდის, რომელთაც სამსახური დაკარგეს, ძალიან მწირია და ის შეუძლებელია ვინმესთვის საკმარისი იყოს.
"საკმარისი, რა თქმა უნდა, არასდროს არაფერია, მაგრამ ჩვენი გაღატაკებული ბიუჯეტიდან ეგეც გასაკვირია, რომ დახმარებას იღებს მთავრობა არა ვინმეს მოთხოვნით, არამედ თავისი ნებით,“ - აცხადებს "კურიერთან" ერთ-ერთი მოქალაქე.