საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 496-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
გასული ღამის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 485 იყო.
მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა 149 პაციენტი.
ვირუსს საქართველოში 6 ადამიანი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის - 5 ათასამდე ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 571.