18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
თუ პირველ ეტაპზე ამოქმედებული კომპანიები რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, შეიძლება შემდეგი ეტაპი გადაიდოს - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერიდან ყველა იმ კომპანიას მიმართა, რომელთაც შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ფუნქციონირების აღდგენის საშუალება მიეცათ. მინისტრის განცხადებით, თუ ისინი შესაბამის რეკომენდაციებს არ დაიცავენ და შედეგად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა, ეკონომიკის გახსნის შემდეგი ეტაპი გადაიდოს კიდეც.

"ახლა მათ მივმართავ და ვთხოვ: მაქსიმალურად გაითავისონ ეს ჯანდაცვის მოთხოვნები და სანიტარული ნორმები, აკონტროლონ თავისი თანამშრომლები იმ თვალსაზრისით, რომ მოკვლევადობის სისტემა იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ ისარგებლოს პერსონალური დაცვის ჰიგიენური საშუალებებით. პირველ ეტაპზე ამოქმედებულ კომპანიებს კიდევ დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან საკუთარი თავის გარდა კლიენტების ჯანმრთელობაზე არიან პასუხისმგებელნი და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის შემდეგი ეტაპის გაგრძელებაზეც არიან პასუხისმგებელნი. თუ ამ კუთხით ეპიდემიოლოგიური პრობლემა შეიქმნა, ჩვენ უფლებაც გვექნება და მოვალეობაც, რომ გადავდოთ გახსნის ეტაპები. ამიტომ, უნდა იყოთ ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

​მინისტრმა ყველა იმ კომპანიას, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზედმიწევნით გაითვალისწინა, მადლობა გადაუხადა. 

დღის ამბები