ავსტრალიაში ჩინეთის მსგავსად ფიქრობენ, რომ სასწავლო პროცესის აღდგენა რისკის შემცველი არ არის.
ახალი სამხრეთ უელსის იმუნიზაციის კვლევისა და ზედამხედველობის ეროვნული ცენტრის კვლევით ირკვევვა, რომ კორონავირუსის გავრცელება სკოლის მოსწავლეებში ყველაზე დაბალია.
"ჩვეულებრივი გრიპი თუ სკოლის მოსწავლეებში ყველაზე ფართოდ ვრცელდება, იმავეს ვერ ვიტყოდით COVID-19-ზე. მოსწავლეებში დაავადების სიხშირე დაბალია, კვლევისვე მიხედვით, ინფიცირების შემთხვევაში ბავშვებს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ და მათი სხვაზე გადაცემის სიხშირე ნაკლებია,“ - აცხადებს ახალი სამხრეთ უელსის იმუნიზაციის კვლევისა და ზედამხედველობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, კრისტინ მაკარტნი.