“COVID 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში”- ექიმების მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გაიმართა. მასში შეერთებული შტატების, ისრაელის, გერმანიის და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. განიხილეს ვირუსის გავრცელების გზები, სიმპტომები, მიმდინარეობა, დიაგნოსტიკა, უახლესი კვლევები და თერაპიული მეთოდები.