საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 500-ს უახლოვდება. ამ დროსთვის ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით, დადატურებულია 497 შემთხვევა.
გამოჯანმრთლებულთა საერთო რაოდენობა კი, 156-ს შეადგენს.
კარანტინში იმყოფება 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 534 პირი. კორონავირუსს ქვეყანაში 6 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ინფექციურ საავადმყოფოში დამატებით 6 პირის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან - უარყოფითის შემთხვევაში კლინიკას ისინიც დატოვებენ.
სულ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით 46 პაციენტი მკურნალობს. აქედან 11 მოზარდია. მძიმე პნევმონია აქვს 17-ს.