კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, გლდანის რაიონში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზე ჩატარდა.
მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დამუშავდა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დუმბაძის გამზირისა და ნონეშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზები. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს "თბილსერვის ჯგუფი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.
"გლდანის რაიონებში იცით, რომ კენტები და ლუწი რაიონები მოირეცხა. ახლა ვართ მუხიანში, დუმბაძის და ნონეშვილის ქუჩები მოირეცხება სრულად," - აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.