18 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
"ლენტეხი არის მაგალითი იმისა, რომ დროულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო" - გუბერნატორი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაწესებული მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას  მხარის გუბერნატორი ეხმაურება. არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, დღეიდან ადგილზე არსებულ ბლოკპოსტებსაც აიღებენ.

მუნიციპალიტეტში მოსახლეობას თერმოსკრინინგი და შემოწმება ჩაუტარდა, ასევე მოეწყო ე.წ. ცხელების ცენტრი. მუნიციპალიტეტი 10 აპრილს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც ერთ-ერთ ადგილობრივს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდეგ კი ვირუსი მასთან კონტაქტში მყოფ პირებსაც აღმოაჩნდათ. სულ მუნიციპალიტეტში ხუთი ინფიცირებული იყო.

"ლენტეხი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ დროულმა და ეფექტურმა პრევენციულმა ღონისძიებებმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ლენტეხი არის კარგი მაგალითი იმისა რომ საზოგადოებამ, ეპიდემიოლოგებმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, პოლიციის მუშაკებმა, თავდაცვის წარმომადგენლებმა ძალიან ეფექტურად და დროულად მოახდინეს საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა,“ - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები