18 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან - მათგან 30 სამედიცინო პერსონალია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. მათგან 30 სამედიცინო პერსონალია, რომლებსაც გეგმიური შემოწმება უტარდებათ. კლინიკაში ამ დროისთვის, 65 პაციენტი მკურნალობს. აქედან კორონავირუსის დადასტურებული 50 შემთხვევაა.

მედიკოსების თქმით, ორის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მართვით სუნთქვას არ საჭიროებენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 3 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი კლინიკას დატოვებენ.

"სულ 50 პაციენტი გვყავს კოვიდ ინფიცირებული და კლინიკაში არის 65 პაციენტი ამ წუთას. გუშინ გაკეთდა 15 პაციენტის და 30 თანამშრომლის ტესტირება. პასუხები გვექნება მოგვიანებით. ორის მდგომარეობა საყურადღებოა მაგრამ არა კრიტიკული, გრძელდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით," - აცხადებს ლევან გოფოძე.

დღის ამბები