თეთრწყაროში 143 პირის ანალიზის პასუხებს ამ დრომდე ელოდებიან. 170 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშები გუშინ აიღეს. მათგან 27 პირის პასუხი უკვე ცნობილია კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
მამაკაცი ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება, რომელიც უკვე სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას.
თეთრიწყაროში სულ გამოვლენილია 23 შემთხვევა. თეთრიწყარო უკვე მე-5 დღეა ჩაკეტილია.