ინფიცირების 3 მილიონზე მეტი შემთხვევა და 1 მილიონი გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის უახლესი მსოფლიო სტატისტიკა.
პანდემიის ეპიცენტრად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა.
ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს ევროპის ქვეყნებში, თუმცა იკლებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა.
COVID-19-ით სიკვდილიანობის მონაცემი განაახლა დიდმა ბრიტანეთმა. სტატისტიკას ჰოსპიტალის გარეთ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი დაემატა. შედეგად ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 26 ათასს აჭარბებს.
იმ ქვეყნებს, რომლებიც საკარანტინო ზომებს ამსუბუქებენ შვეიცარიაც შეუერთდა.