18 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
დავით მრელაშვილის დახმარებით, მივედით იქამდე, რომ პლაზმით მკურნალობა დავიწყოთ, ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი მძიმე პაციენტი - თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე პლაზმოთერაპიით მკურნალობის მეთოდზე დეტალურ განმარტებას აკეთებს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლი დონორად ვერ გამოდგება. 

"ეს არ არის მედიკამენტი, ეს არის ეფექტური მეთოდი, რომელიც საუკუნის წინაც გამოიყენებოდა იგივე "ესპანკას" დროს, იგივე ებოლას დროს, ფრინველის გრიპის დროს, H1N1-ის დროს. აქ არის ერთი სპეციფიკა - ამას სჭირდება ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და ძალიან მაღალი კომპეტენცია, ეს ეტაპი საქართველომ გაიარა. ამერიკაში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველ ექიმი, განსხვავებით ზოგიერთი იქ მოღვაწე სხვა ექიმებისგან უკავია ძალიან კონსტრუქციული პოზიცია, ეს არის ბატონი დავით მრელაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, არის ძალიან დიდი ავტორიტეტი. ამ დავით მრელაშვილის ძალიან სერიოზული აკადემიური დახმარებით, ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ ამ მეთოდს მივმართოთ მკურნალობისას. ანუ, პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ. ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი, ეს უნდა იყოს მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი, რომ იქ გადავასხათ ეს პლაზმა და კიდევ უნდა დამთხვევა ჯგუფის და მთელი რიგი ლაბორატორიული პარამეტრების დამთხვევა, ისე ვერ გამოიყენებ ამ პლაზმას. ეს ვერ იქნება მასიური მკურნალობის მეთოდი. ყველა გამოჯანმრთელებულის სისხლი არ გამოდგება დონორად პლაზმის დასამზადებლად. ჩვენ ვსინჯავთ ყველა ამ დონორის სისხლს  და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ. ასეთი ჩვენი წინასწარი მონაცემით არის 20-დან ერთი," - აცხადებს ცერცვაძე. 

დღის ამბები