18 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
მე პირადად, ამ პრეპარატის შესახებ გამოცდილება არ გამაჩნია და რეკომენდაციას ვერ გავუწევ - ლევან რატიანი "რემდესივირის" ეფექტურობაზე

პრეპარატ "რემდესივირის" შესახებ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევებს  ქართველი ექიმებიც აფასებენ.  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, "კოვიდ-19"-ის სამკურნალოდ "რემდესივირის" კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ პრეპარატი მკვეთრად დადებით შედეგს არ იძლევა. 

"ჩვენს კლინიკაში "რემდესივირის" თერაპია ამ ეტაპამდე არ გამოიყენება, ვინაიდან არსებობს უამრავი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თერაპია მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა. მე პირადად, ამ პრეპარატის შესახებ გამოცდილება არ გამაჩნია და ამიტომ, მას ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ,"- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები