18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
რუსთავში ღია ტიპის აგრარულმა საბითუმო ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთმა აგრარულმა ბაზარმა განაახლა ფუნქციონირება. რუსთავში ღია ტიპის საბითუმო სავაჭრო სივრცეში დაცულია დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, ტერიტორიაზე შემსვლელ ყველა მოქალაქეს უტარდება თერმოსკრინინგი, მოვაჭრეები კი პირბადეებითა და ხელთათმანებით საქმიანობენ.

რეგულაციების დაცვის მონიტორინგს მკაცრად აკონტროლებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლები. 

დილიდან პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნენ და ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრნენ.

დღის ამბები