18 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტყვიაზე კვლევისთვის სწრაფი დეტექციის აპარატურა გადაეცა

ტყვიაზე კვლევების ჩატარება საქართველოში დღეიდან ახალი აპარატურით იქნება შესაძლებებლი. USAID-ისა და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ინიციატივით დაავადებათა კონტროლის ცენტრს ახალი აპარატურა გადასცეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული აპარატურა დიდი შენაძენია ქვეყანაში ქიმიური უსაფრთხოების და გარემოს ჯანმრთელობაზე გავლენის კვლევისთვის. 

"ტყვიის პრობლემის მოსაგვარებლად UNICEF-მა პირველად ჩვენს ქვეყანაში, არ გვქონდა ეს სწრაფი დეტექციის აპარატურა, რომელიც ტყვიას და მძიმე მეტალებს საზღვრავს სხვადასხვა ნივთიერებებში და სწორედ ესენი, 4 ცალი გადმოგვცა საჩუქრად, რაც ძალიან დიდი შენაძენია ქვეყანაში ქიმიური უსაფრთხოების და გარემოს ჯანმრთელობაზე გავლენის კვლევისთვის,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი დოქტორი ღასან ხალილი აცხადებს, რომ ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის სურვილს და მზაობას, აღიაროს პრობლემა და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა მისი გადაჭრის მიმართულებით.


"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დაავადებათა კონტროლის და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და მადლიერებას გამოვხატავთ ესტონეთის საელჩოსა და USAID-ის მიმართ ამ პრობლემის დადგენასა და ტყვიის შემცველი წყაროების მოძიებაში გაწეული მხარდაჭერისთვის,"- განაცხადა ღასან ხალილმა.

ბოლო კვლევებით, საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის სტანდარტზე 10-ჯერ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალური გეგმა შეიმუშავა. სწრაფი დეტექციის აპარატურა შესაძლებელს გახდის ტყვიით დაბინძურების წყაროების, მათ შორის, იმ ადგილებისა და მიმდებარე ტერიტორიების შესწავლას, სადაც ცხოვრობენ ბავშვები. COVID-19 -ით გამოწვეული შეფერხების გამო ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლის საველე სამუშაოები გადაიდო და განახლდება სიტუაციის დასტაბილურებისთანავე.

დღის ამბები