გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-5 მაისს საქართველში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგ ადგილებში შესაძლებელია იყოს სეტყვა.
"ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.
ქალაქ თბილისში 2-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება," - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ პროგნოზში.