18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
მსოფლიო შიმშილის საფრთხის წინაშე - გაეროს საგანგაშო პროგნოზი

გაეროს "მსოფლიო სასურსათო პროგრამის" დირექტორმა მსოფლიოს ბიბლიური შიმშილი უწინასწარმეტყველა. დევიდ ბიზლის განმარტებით, ეს შედეგი გარდაუვალი იქნება, თუ ქვეყნების მთავრობებმა რადიკალური ზომები არ მიიღეს. მისი თქმით, უკვე დღეს მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, 135 მილიონი შიმშილის კრიტიკულ ზღვარზეა და მათ არანაკლებ 130 მილიონი კიდევ დაემატება. გაეროს "მსოფლიო სასურსათო პროგრამის" დირექტორი ვარაუდობს, რომ ე.წ. შიმშილის ზღვარზე მყოფი ქვეყნების რიგს შესაძლოა კიდევ 30 სახელმწიფო დაემატოს.

ბიზლის შეფასებით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება ათი ქვეყანა, რომლებმაც საკვების კრიზისი წინა წელსაც გამოიარეს. ეს ქვეყნებია: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოც გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, საინტერესოა, ემუქრება თუ არა ქვეყანას სასურსათო კრიზისი. როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, გაეროს რეკომენდაციის მიხედვით, იმისათვის, რომ ქვეყანამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, მთლიანი მოხმარების 2 თვის მარაგი უნდა ჰქონდეს. ლევან სილაგავას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელმა ქვეყნებმა გარკვეული შეზღუდვები დააწესეს, ხორბლის ეს მარაგი საქართველოს აქვს.

როგორ აპირებს საქართველო გლობალური შეზღუდვებისა და თვითგადარჩენის ფონზე საჭირო პროდუქციის იმპორტირებას? - ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი სახელმწიფომ უნდა გასცეს. ხელისუფლება მარაგების ამოწურვის რისკებს ამ ეტაპზე გამორიცხავს.

მმართველ გუნდში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ სფეროდ დაასახელეს. ამ საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პრეზენტაციას ამზადებს.

დღის ამბები