18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა

ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა.

სუს-ში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. სავარაუდოდ, უწყება განცხადებასაც გაავრცელებს.

მანამდე კი "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ მამაკაცმა თავი  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სუს-ის სამეურნეო ნაწილში მუშაობდა.

დღის ამბები