18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ამირან გამყრელიძე მარნეულის მოსახლეობას: უმორჩილესად გთხოვთ, ყოველდღიურად გაისინჯეთ ტემპერატურა და მიმართეთ ექიმს 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოუწოდებს, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა და მიმართონ ექიმს. 

"ვთხოვ, მოვუწოდებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა. თუ მომატებულია ტემპერატურა, თუ აქვთ ხველა, სიცხე, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს ან თუ იციან, რომ იყვნენ კონტაქტში ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, მიმართონ ექიმს. ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა ყველასადმ,"- განაცხადა გამყრელიძემ. 

გამყრელიძის თქმით, ვირუსმა ყველაზე მეტად  ქვემო ქართლის რეგიონი დააზარალა, რადგან მთლიანად საქართველოში არსებული შემთხვევების 32 პროცენტი ან ნაწილზე მოდის.

"189 ინფიცირებული ადამიანი - რაც მიუთითებს იმაზე, აღნიშნული რეგიონი ყველაზე მეტად დაზარალდა, განსაკუთრებთ კი, სამი მუნიციპალიტეტი - მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო“, - განაცხადა გამყრელიძემ მარნეულში გამართულ შეხვედრაზე.

მარნეულში რეგიონის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტსა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

დღის ამბები