თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 70 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
რატიანის განცხადებით, გუშინ კლინიკაში ორი ორსული პაციენტი შეიყვანეს.
"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი. 70 კოვიდ ინფიცირებული. დღეს კლინიკიდან ეწერება 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკული, გემოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია. ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, 4 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. დანარჩენი მაღალ ოქსიგონო თერაპიაზე, ხირციელდება მათი მონიროტინგი.
ასევე გუშინ გადმოყვანილ იქნა ორი ორსული ქალბატონი, საეჭვო შემთხვევა. ერთთან დადასტურდა და ერთთან ველოდებით პასუხს," - განაცხადა ლევან რატიანმა.
გარდა ამისა, რატიანის თქმით, კლინიკაში ახალშობილი პაციენტიც იმყოფება, რომლის ანალიზის პასუხები კვლევისთვის უკვე გაგზავნილია.
"რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, ჩატარებული კლინიკური კვლევებით სამთან არის მხოლოდ გამოვლენილი უარყოფითი დინამიკა. დანარჩენ შემთხვევებთან უარყოფითი კლინიკის გარეშე. ასევე გადმოყვანილია ახალშობილი, საეჭვო შემთხვევა, გაგზავნილი გვაქვს ლუგარში ტესტი, ველოდებით პასუხებს. გუშინ კი უარყოფითი პასუხები მივიღეთ 7 ახალშობილზე.
მედპერსონალი, რომელიც ჩვენს კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია," - აღნიშნა ლევან რატიანმა.
ავტორი: ქეთი ზანთარაია