თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი გარდაცვლილი პაციენტი ე.წ. სპორტსმენის კლასტერს მიეკუთვნება.
მისივე ინფორმაციით, 58 წლის გარდაცვლილი ქალი, რომელსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა, სპორტსმენის დედაა. ის კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
"აპარატზე იყო, კარგა ხანია ჩვენთან არის. უმძიმესი პაციენტი იყო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით. ორი კვირა მაინც არის, რაც ჩვენთან წევს. ცნობილი ქალბატონია, სპორტსმენის კლასტერთან დაკავშირებული. სპორტსმენის დედაა," - განაცხადა ლალი ტურძელაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
ეს ქვეყანაში "კოვიდ-19-ით" გარდაცვალების უკვე მეცხრე შემთხვევაა.